იოანე ზოსიმე

იოანე-ზოსიმე
გარდ. თარიღი990
საქმიანობაბერ-მონაზვნობა

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ, იოანე ზოსიმე
იოანე-ზოსიმე — X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც სინის მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებიდან ჩანს, მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან - სინის მთაზე[1].
იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი „საგალობელნი იადგარნი“ (Sin-34), რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებათაგან აღსანიშნავია პატრიოტული საგალობლები „ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“[2] და „ქართულისა ენისათჳს“ (გამოაქვეყნა პავლე ინგოროყვამ 1924, ჟურნალი „კავკასიონი“, №1-2)[1].
იოანე-ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება-გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა „განმაცხოველებელი“, „შემმოსელი“, „მომგებელი“ და ტექსტის „მჩხრეკალი“[1].












ლინკი: იხილეთ აქ






No comments:

Post a Comment